LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება

80

საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალები ზუსტდება, თუმცა, ვადები როდის შევა ძალაში ახალი რეგულაციები, ჯერ არ კონკრეტდება.

როგორც იცით, 1-ელი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. აქამდე არსებული პროექტის მიხედვით, იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება.

აღნიშნული რეგულაციები პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე უნდა გავრცელებულიყო, დანარჩენზე კი 2019 წლის პირველი იანვრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები