LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაგიროთი მგზავრობა ძვირდება – დაწესებული შეღავათები კი უქმდება

54

15 მაისიდან რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ფასი 2.5 ლარამდე იზრდება. მერიის ინიციატივა საკრებულოს დეპუტატებმა გუშინ დაამტკიცეს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახალი გადაწყვეტილებით, უქმდება დაწესებული შეღავათები სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. საბაგიროებზე ისინიც ყველასთვის დადგენილი ტარიფებით იმგზავრებენ.

“საბაგიროთი მგზავრობის სტანდარტული ტარიფი, ყველაზე გავრცელდება. საზოგადოებრივ ტრანპორტზე შეღავათები კვლავ ნარჩუნდება”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

საბაგიროთი მგზავრობის ღირებულების გაზრდის მიზეზი, ის არის, რომ ამ დროისთვის არსებული ტარიფით – 1 ლარით, საბაგიროები თავის თავსაც ვერ ინახავენ, რადგან 1 მგზავრის გადაყვანის რეალური თვითღირებულება 1.95 ლარია.

ამ დრომდე, მერია საბაგიროების შენახვისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 700 000 მლნ–ზე მეტს გამოჰყოფდა, თუმცა, რადგან საბაგირო ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებას არ წარმოადგენს, მერია მის სუბსიდირებაზე უარს ამბობს.

“საბაგიროს მომხმარებლების 80% ტურისტები არიან. გამოდის, რომ მერია თითქმის, 2 მილიონ ლარამდე ტურისტების გადაადგილებასა და გართობისთვის ხარჯავდა. ამას ემატება საბაგიროების შენახვა–მოვლის ხარჯები, რაც რიყის საბაგიროს შემთხვევაში, საგარანტიო პირობების გასვლის გამო, სწორედ მერიას ეკისრება”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.