LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაგიროს შემოწმება დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა – დიმიტრი ქუმსიშვილი

97

“საბაგირო გზა იყო შემოწმებული, თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა… აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება,“ – ეს განცხადება, ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაგუდაურში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას გააკეთა. გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და 10-მდე ადამიანი დაშავდა.

ეკონომიკის მინისტრი გუდაურში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ორი ვერტმფრენი ჩავა გუდაურში. თბილისიდან უკვე ჩაფრინდა ვერტმფრენი, ხოლო ყაზბეგიდან კიდევ ერთის ჩაფრენას ელოდებიან.

დიმიტრი ქუმსიშვილი გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბაგიროს დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა შემოწმება.

„აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება,“ – განაცხადა ვიცე პრემიერმა.

დაშავებულების ნაწილი გუდაურის სამედიცინო დახმარების ცენტრიდან თბილისში გადაჰყავთ.

ცნობისათვის, საბაგირო მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაშინ საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა გამოვიდა მწყობრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები