LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვები პუნქტი ”ყაზბეგი” 24 საათიან სამუშაო რეჟიმს უბრუნდება

119

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“  დღეს, დილის 05:30 საათიდან, საქართველოს სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების მსგავსად, მუშაობას 24/7 რეჟიმში განაგრძობს.

მდინარე დევდორაკის ხეობაში განვითარებული, სტიქიური მოვლენების გამო, სგპ ყაზბეგი საბაჟო პროცედურებს დღემდე შეზღუდული გრაფიკით ახორციელებდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, სტიქიური მოვლენების განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილო გზის 134-ე და 135-ე კილომეტრებზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის 24 საათიან რეჟიმში.