LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და ,,კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

larsi

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტიყაზბეგისაგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,კარწახი“. ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1- კმ36.5 მონაკვეთში, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება.

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი – „LIVE კამერა“, აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ ,,ყაზბეგში” არსებულ ვითარებას”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები