LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბა პალატაშია“ – როგორია მდგომარეობა ბიჭის, რომელიც ძმისთვის პურის საყიდლად ჯართს აგროვებდა

1580
ფორტუნა - 2023-05-31T111504.173

კახეთში მომხდარმა ამბავმა საზოგადოება გააერთიანა. პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერდა, რომ პატარა საბამ, რომელიც გადატყავებული ხელებით ჯართს აგროვებდა, რათა ძმისთვის პური ეყიდა, სერიოზული დაზიანებები მიიღო.

„ამხანაგმა კვადროციკლზე დასვა და გადმოვარდა. სერიოზული დაზიანებები მიიღო. ტვინის შერყევა აქვს, ჯერჯერობით შენარჩუნდება თუ არა, მკლავის ფუნქციონირებაზე ვერაფერს ამბობენ“. – წერდა დიკა სალაყაია.

საბას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიკა სალაყაია ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბიჭს ახლა სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება.

„საბა პალატაშია.

ექიმს ვესაუბრეთ და მკლავის დაზიანება არც ისე მარტივია. (ჯერ შეძლებს თუ არა მკლავის გაშლას ამაზე ვერაფერს ამბობენ) თუმცა.

რეაბილიტაცია დასჭირდება, რომ მკლავმა სავარაუდოდ ჩვეულ რეჟიმში შეძლოს ფუნქციონირება. ოპერაციის თანხა სრულიად აუნაზღაურდება საყოველთაოდან. ჩვენ რთული და გრძელი გზისთვის ვემზადებით.

სერიოზული რეაბილიტაცია და შემდგომი თერაპიაა საჭირო, რომელსაც სერიოზული რეაბიტოლოგის მეთვალყურეობით გაივლის და სრულიად დავუფინანსებთ ქართველი ხალხის სახელით. თუ საჭირო იქნა, თბილისში.

დროებით საცხოვრებელსაც ვუქირავებთ და შემდეგ მანქანას ავიყვანთ, რომ სახლიდან იაროს თერაპიებზე (კახეთში ცხოვრობს).
მადლობა ყველას თქვენ.

ზუსტად ერთ ღამეში 4000 ლარამდე შევაგროვეთ და ბოლომდე მივიყვანთ ყველაფერს.

საბას ისევ ექნება ძლიერი და ჯანმრთელი მკლავი.

დამიჯერეთ, ისეთი ბიჭი დადგება და იმდენს მიაღწევს, აღარასოდეს დასჭირდება ჯართის შეგროვება, რომ ძმას შოკოლადი და პური უყიდოს.

კლინიკაშიც კი მის პატარა ძმაზე დარდობს და საკუთარი ტკივილი არ ახსოვს.

ქართველი ხალხი შენთან არის და გვიყვარხარ საბა“.- წერს დიკა სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები