LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონია: ქართველი ლოკომოტივის ისტორიის წერას განაგრძობს

34

რუსეთის ჩემპიონი ცნობილია. 29-ე ტურში საბა კვირკველიას “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” 1:0 დაამარცხა და მიუღწეველი გახდა მოქმედი ჩემპიონისთვის და მთავარი კონკურენტისთვის – მოსკოვის “სპარტაკისთვის”.
ერთადერთი საჩემპიონო გოლი 87-ე წუთზე პორტუგალიელმა ედერმა გაიტანა. გახსოვთ ედერი? ეს ის ბიჭია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასევე ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა და პორტუგალიას ევრო 2016 მოაგებინა.

“ლოკომოტივი” და მისი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი მესამედ გახდნენ რუსეთის ჩემპიონები. წინა ორი ტრიუმფი ადრეულ წლებში, 2002 და 2004 წლებით თარიღდება.

სიომინს და „ლოკომოტივს“ ყოველთვის ყავდა ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იყვნენ: მიხეილ აშვეთია და დათო მუჯირი მშვენივრად თამაშობდნენ, მაგრამ ზაზა ჯანაშია რკინიგზელთა ნამდვილი ლეგენდა გახდა, ხოლო მალხაზ ასათიანი „ლოკომოტივის“ ლეგიონერებს შორის ლამის საუკეთესოა.

 

ამასობაში, საბა კვირკველია „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა აპრილში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა ხმა ქართველს მისცა – საქართველოს ნაკრების მცველი საუკეთესოდ 5 264-მა ადამიანმა დაასახელა, რაც საერთო რაოდენობის 40,7 პროცენტია.
აპრილში გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და სამში გოლი არ გაუშვა, ამას კი ფანები ქართველის საიმედო თამაშის დამსახურებად მიიჩნევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები