LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა კვირკველია: არაფერიც არ დაგვიკარგავს

91
29.02.2020. Россия, Санкт-Петербург, «Газпром Арена». Тинькофф Российская Премьер-Лига 2019/20, 20-й тур, «Зенит» — «Локомотив».

რუსეთში ჩემპიონატი განახლდა. არდადეგებიდან დაბრუნებულებს 20-ე ტურში უკვე მაგარი თამაში დაემთხვა. სანკტ-პეტერბურგში ლიდერი „ზენიტი“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეხვდა. სასიხარულოა, რომ რკინიგზელთა რიგების ძირითადს დაუბრუნდა საბა კვირკველია, რომელმაც ფრედ 0:0 დასრულებულ შეხვედრაში სრულად ითამაშა. მატჩის შემდეგ ქართველ მცველს მოკლე ინტერვიუ ჩამოართვეს და საჩემპიონო რბოლაზე კითხეს.

არ გწყდებათ გული, რომ „ზენიტს“ ვერ მიუახლოვდით და თითქმის დაკარგეთ ჩემპიონობის შანსი?

არა, არაფერი არ დაგვიკარგავს. წინ კიდევ 10 მატჩია. 10 თამაში კი 30 ქულაა.

დავუშვათ, რომ თქვენ ამ 10 მატჩს მოიგებთ და 30 ქულას აიღებთ. გჯერათ, რომ ამ პერიოდში „ზენიტი“ 11 ქულას დაკარგავს?

რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელია. ყველაფერი ხდება. ეს ფეხბურთია. პიტერში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ არც ეს შედეგია ურიგო – ფრედ ვითამაშეთ და გოლიც არ გავუშვით. ტოპ კლუბთან სტუმრად ფრედ თამაში, კარგია.

 

პირველ ადგილზე „ზენიტია“ 46 ქულით. „როსტოვს“, ცსკა-ს, „კრასნოდარსა’ და „ლოკომოტივს“ 35 ქულა აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები