„ალილოს“ წევრი საბა კემულარია ოჯახურ ცხოვრებაზე და მეუღლეზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:
„როგორი დიდი სიყვარულიც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში თუ არ მოუარე, როგორც ყვავილი, არ მორწყე, არ მოეფერე, სული არ შეუბერე, აუცილებლად გახუნდება. ვცდილობ, ჩემი მეუღლე რომანტიკულ პაემნებზე დავპატიჟო, პატარ-პატარა სიურპრიზებით გავანებივრო.
კესო პოპულარულ და სიმპათიურ ქმარზე არ ეჭვიანობს?
არ ვიცი, შეიძლება, ცოტაოდენი განცდები ჰქონდეს, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება…“