LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში

112

22 ივნისს, კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. მედიასა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამასა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ და ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში, 18-25 სექტემბერს ჩატარდება.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა 2016 წლის კინოფესტივალის პროგრამის ძირითადი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები, ამასთან, BIAFF-ის სავარაუდო სტუმრების ვინაობა და ჟიურის შემადგენლობა. ცნობილი გახდა BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.

BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები