LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო სამყარო ტექნოლოგიური ცვლილებების მოლოდინში

41

ავტონომიური ავტომობილების შესახებ, უკანასკნენ პერიოდში მთელმა მსოფლიომ გაიგო. თუმცა, საწუხაროდ, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დრომდე, როდესაც ავტოპილოტი ხელმისაწვდომი გახდება და მისით ადამიანები ჩანაცვლდებიან.

საბედნიეროდ ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური განვითარების საუკუნეში, რაც საშუალებას გვაძლევს ევოლუციის მაღალ მწვერვალებს დავეუფლოთ. ეს ეხება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებას, აგრეთვე საავტომობილო სამყაროსაც, რომელიც, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ევოლუციის მოლოდინში, ყოველწლიურად უფრო დახვეწილი, ახალი და სახეცვლილი გხვდება.

დღევანდელ სტატიაში, გთავაზობთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უახლოეს მომავალში თითოეულ ავტომობილში დამონტაჟდება…

 

Smart გასაღები

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. დროდადრო საავტომობილო სამყაროში ჩნდებოდა უცნაური ფორმის, ზომის თუ დიზაინის გასაღები… მათმა დახვეწამ, მოითხოვა მინიატურული ეკრანები, რომელიც ჩვენ საჭირო ინფორმაცის გვაწვდის ავტომობილთან დაკავშირებით.

სწორედ ევოლუციამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ აღარ დაგვჭირდება ავტომობილი გასაღების მეშვეობით დავქოქოთ. საკმარისი იქნება გასაღები ხელში ავიღოთ და ხმოვანი სიგნალით დაქოქვასთან ერთად, მისი გადაადგილებაც ვუზრუნველყოთ…

 

 

Wi-Fi

იმის გამო, რომ ინტერნეტის მოხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად ათასობით იმატებს, ავტოკომპანიები ცდილობენ, რომ მათი ნაწარმიც ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყობილებდეს. შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებებში Wi-Fi-ს გამოჩენა, არავის გაჰკვირვებია.

ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა საკუთარ ნაწარმში სპეციალური მოწყობილობებიც კი დაამონტაჟა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ძალიან მალე Wi-Fi-ს საშუალებით ჩვენ შეგვეძლება ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები სამართავ პანელზე არსებულ მონიტორებზეც ვიხილოთ.

გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში უკვე მზადდება რევოლუციური პროექტი, რომელიც სწორედ Wi-Fi-სთანაა დაკავშირებული. ამ სისტემის ტესტირება უკვე დაიწყეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Mercedes-Benz, Volvo, BMW და სხვა. სისტემის უნიკალურობა კი ავტომობილების ერთ დიდ, საერთო ქსელში ჩართვა გახლავთ, რაც მძღოლებს სხვადასხვა მარშრუტების განსაზღვრაში დაეხმარება, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს, მკვეთრად შეამცირებს, რადგან ულტრაბგერითი სიგნალების წყალობით, თქვენს სატრანსპორტო საშუალებას ეცოდინება, უახლოვდება თუ არა მას საპირისპიროდ მომავალი ავტომობილი…

 

 

ჟესტებით მართვა

ჟესტებით მართვის უნიკალური სისტემა, პირველად კომპანია Ford-ის სერიულ ავტომობილებში გამოჩნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სისტემის ტესტირებას სხვა ავტომწარმოებლებიც აწარმოებენ…

ინფორმაცია, რომელსაც მძღოლი ჟესტების მეშვეობით სამართავ პანელს მიაწვდის, ავტომობილის მთავარ კომპიუტერში გაივლის, რის შედეგადაც, კომპიუტერი აუცილებლად შეასრულებს გაცემულ ბრძანებას. ეს სისტემა, მძღოლს საშუალებას მისცემს არ გადაერთოს ისეთ დეტალებზე, როგორიცაა მუსიკის ჩართვა, ხმის აწევა და ა.შ, რაც მძღოლს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის ვითარება.

 

 

GPS სისტემით აღჭურვილი გადაცემათა კოლოფი

ამ ტიპის გადაცემათა კოლოფს უკვე იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა MINI და Rolls-Royce. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაცემათა კოლოფი ამიერიდან კომპიუტერის მეშვეობით გაკონტროლდება და სწორედ ხელოვნური ინტელექტი იქნება იმის განმსაზღვრელი, უნდა შეცვალოს თუ არა საფეხური კოლოფმა.

რობიტიზირებული გადაცემათა კოლოფების წარმოება უკვე დიდი ხანია რაც პოპულარულია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ BMW, საერთოდ ამოიღო წარმოებიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ავტომობილების წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე დაიწყო.

საინტერესოა ისიც, რომ ავტომატური კოლოფებით საავტომობილო ბაზარზე გამოჩნდნენ ისეთი სპორტქარები, როგორიცაა Bugatti, Lamborghini, Ferrari და სხვა…

 

 

ავტომობილი საფულე

მომავალში ავტომობილებს შეეძლებათ განკარგონ თქვენი ფინანსები. შეიძინონ საწვავი, შეგატყობინონ დანახარჯების შესახებ და ა.შ. ამ სისტემის მონიტორი მაგნიტოფონების მაგივრად მოთავსდება, მაგრამ მის ფუნქციებსაც შეასრულებს. ამ სისტემის დანერგვის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ავტომობილიდან გამოწეროთ სასურველი ნივთი Ebay-დან, გადაიხადოთ კომუნლური გადასახადები, წინასწარ შეიძინოთ საწვავი უახლეს გასამართ სადგურზე და სხვა.

ამ ეტაპზე სისტემას Honda და Ford-ი ტესტავენ. ტესტირებები ნიუ-იუორკში მიმდინარებს და ჯერჯერობით მხოლოდ Visa Classic-ის მხარდაჭერა შეუძლიათ…

 

 

დისტანციური მართვა და უპილოტო გადაადგილება

ამ სისტემის დანერგვას უამრავი ავტოკომპანია ცდილობს, მათ შორის პიონერი კი BMW გახლავთ, რომელმაც 7th Series 2016 წლის ავტომობილს სპეციალური გასაღები მოაყოლა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ავტომობილის პარკირებას სწორედ გასაღების მეშვეობით შევძლებთ.

მსგავსი სისტემით აღჭურვილი ავტომობილები გამოჩნდა Tesla-ს სერიულ წარმოებაშიც. ერთ-ერთი უახლესი კი Model 3 გახლავთ, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად დატოვოს პარკირების ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ მის მოძრაობასა და გადაადგილებაზე კვლავაც მფლობელია პასუხისმგებელი, სისტემამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დროისთვის, სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე ოფიციალურად კომპანია Land Rover მუშაობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას სერიულ წარმოებაშიც გამოიყენებს.