LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო ხალიჩის მსგავსი 2000 ევროიან Balenciaga-ს კაბას ინეტერნეტში დასცინიან

157

Twitter-ის მომხმარებლებმა ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს ქვედაბოლოს მიაქციეს ყურადღება, რომელიც ძალიან ჰგავს საავტომობილო ხალიჩას.

ტყავის ქვედაბოლოს ფასი 2000 ევროა. ბრენდის ზოგიერთი თაყვანისმცემელი ამბობს, რომ ასეთი ნივთის გაკეთება თავადაც შეუძლიათ.

„Balenciaga-მ ახალი კოლექცია გამოუშვა… ეს ხომ ავტომობილის ხალიჩაა. მოდელს ქვედაბოლოს ნაცვლად ხალიჩა აცვია“, – წერენ ინტერნეტში.

სხვები კი ერთმანეთს ურჩევენ თანხა დაზოგონ და კარგ რეზინის ხალიჩაში მხოლოდ 45 ევრო გადაიხადონ.

მოდის სახლი Balenciaga საფრანგეთში 1919 წელს ესპანური წარმოშობის დიზაინერმა, კრისტობალ ბალენსიაგა ეისაჰირმა დააარსა. ამ მომენტისთვის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ქართველი დემნა გვასალიაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები