LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

42

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა -თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებულია შეზღუდვები:

ზუგდიდიჯვარიმესტიალასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარიუშგული) მონაკვეთზე და ქუთაისიწყალტუბოცაგერილენტეხილასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხიბენიერი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბათუმიახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.