LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული კომპნიების თანამშრომლებს გადაამზადებენ

83

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული კომპნიების მენეჯერებისა და მძღოლების გადასამზადებლად ახალი საკვალიფიკაციო ცენტრი გაიხსნა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ქუმსიშვილმა  საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატები, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტრუქტორებს გადასცა, რომლებმაც 6 თვიანი აკრედიტაციის პროცედურა გაიარეს საერთაშორისო სატრანსპორტო სპეციალობის განხრით.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს უკვე ჰყავს 6 სერტიფიცირებული ტრენერი . ”პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო პოტენციალის კვალდაკვალ, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, გვყავდეს მაღალკვალიფიციური სატრანსპორტო მენეჯრეები, რომლებიც შეძლებენ  კვალიფიციური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ეს ცენტრი არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეების გადამზადების, იმისათვის, რომ მათ მოახერხონ საერთაშორისო ასპარეზზე დასაქმება, ”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ აქ მომზადებული ტრანსპორტის კომპანიის მენეჯერები, მოხვდებიან საერთაშორისო რეესტრში და შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ სულ მცირე 65 ქვეყანაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის,  მიხეილ ხმალაძის განმარტებით კი,  ამ ცენტრში აღებული დიპლომი აღიარებული იქნება ევროკავშირის მიერ . მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება რომ სააგენტოს ახლადგახნილ  საკვალიფიკაციო ცენტრს რეგიონული ცენტრის სტატუსი მიენიჭოს. როგორც სააგენტოში აცხადებენ , 2016 წლიდან დაიწყება ახალი ფართომასშტაბიანი ცენტრის მშენებლობა , სადაც სრულად დაინერგება ის პროგრამები, რომლებიც გათვალსიწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები