LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოს პაციენტმა სასწრაფოს მანქანა გაიტაცა და დაიკარგა

120
VA-stolen-ambulance-suspect

აშშ-ში ეძებენ მამაკაცს, რომელიც ვირჯინიას შტატის საავადმყოფოდან გაიქცა და თან სასწრაფო დახმარების მანქანაც გააყოლა ხელს. ამის შესახებ Fox News წერს.

ინციდენტი გასულ კვირას, Inova FairFax Hospital-ის კლინიკაში მოხდა. დაახლოებით საღამოს 21:30 საათისთვის პაციენტმა სამკურნალო დაწესებულება თეთრი ხალათით და სანდლებით დატოვა, სასწრაფოს მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

გარკვეული დროის შემდეგ მანქანა იპოვეს და უკან დააბრუნეს, თუმცა თავად გაქცეულ პაციენტს ამ დრომდე ეძებენ. პოლიციამ მასში 32 წლის რიკი ლოუ ამოიცნო. მამაკაცი საავადმყოფოში, გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ მიიყვანეს.

დამტვრეულ მანქანაში სამართალდამცავებმა ნარკოტიკი და ორი ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს. დიდად სავარაუდოა, რომ ავტომობილი გატაცებული იყო და ლოუც პასუხისმგებლობას გაექცა. მის პოვნას პოლიცია ამ დრომდე ვერ ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები