დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი უინძორის სასახლის სიახლოვეს საყვარელი „იაგუარით“ გადაიღეს. არადა მისი უდიდებულესობა საავადმყოფოდან სულ ახლახან გამოწერეს, ექიმებმა მას სახლში დარჩენა და დასვენება ურჩიეს.
პაპარაცული ფოტოები BBC-იმ გაავრცელა. კადრებში 95 წლის მონარქი თავსაბურავითა და მზის სათვალეებითაა გადაღებული. გამოცემის ინფორმაციით, დედოფალს ავტომობილით ძაღლები მიჰყავს ხოლმე სასეირნოდ.
აღსანიშნავია, რომ ელისაბედმა საავადმყოფოში ერთი ღამე გაატარა. მკურნალმა ექიმმა მას უთხრა, რომ თავი არ უნდა გადაეტვირთა და მხოლოდ მსუბუქი საქმიანობით დაკავებულიყო. შესაბამისად, მომავალი კვირების განმავლობაში მას არც ოფიციალური შეხვედრები არ ექნება და არც მნიშვნელოვან ღონისძიებებს არ დაესწრება.