LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 15 წელში თითქმის 132%-ით გაიზარდა

126
შემწეობა

ბოლო 15 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ორჯერ, თითქმის 132%-ით გაიზარდა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. საქსტატის ცნობით, 2022 წელს 2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 647 738 კაცს შეადგენდა, რაც საშუალო წლიური მოსახლეობის 17.4%-ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით კი, საარსებო შემწეობას საქართველოში 279 474 კაცი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 7.2% იყო.

 

აპრილში წლიური ინფლაცია 2.7% გახდა – რა გაძვირდა და რა გაიაფდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები