LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმი რეკორდულად გაიზარდა – 39.5 ლარით

210
61e19b61b383b

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მაისის თვეში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.1 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით, 39.5 ლარით, ანუ 19%-ით მეტია.

საქსტატის ცნობითვე, მაისის მდგომარეობით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 35 ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც მაისში, ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი – 13.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები