LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს – არჩილ თალაკვაძე

92

“საარჩევნო პროცესი ამ მომენტამდე რაიმე განსაკუთრებული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კარგად არის მომზადებული საარჩევნო პროცესის ორგანიზებისთვის”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დილის 8 საათიდან პრაქტიკულად ყველა უბანი შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს.

“ჩვენი ამორმჩევლები აქტიურობენ. საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩენო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიური და ჩვენ გვექნება მეტი კეთილდღეობა ოჯახებსა და ქვეყანაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები