თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველების მიერ 12 პირი იქნა დაკავებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7 პირი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.