LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო გაყალბება – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა

გენერალურმა პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით, გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს მიმართა.

„განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს,“ – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.