ე.წ. „რეანიმობილის“ საქმეზე მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
სააპელაციომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
მსახიობი პატიმრობაში მაინც რჩება. რადგან ის მსჯავრდებულია 0.3726 გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის და 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მას საპატიმროს დატოვებამდე ორი წელი რჩება.