„ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები.
კობახიძე: მთავრობაში ერთი ცვლილება მოხდება – ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის
„მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება“
„უპირველეს ყოვლისა, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იცავენ.
ჩვენი სამხედროები სახელმწიფოს ინტერესებს ყოველ ჯერზე ღირსებით და სიმამაცით იცავდნენ. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე. დიდება მათ!“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც მანვე აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო განვითარებისთვის მათთან ერთად მუშაობა:
„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა
მინდა, დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობების ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და თითოეული რიგითის მიმართ“. – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალების შემდგომი გაძლიერებისთვის პარლამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნდობისთვის პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.