“ნებისმიერი აქტივობა, რაც საახალწლო პერიოდში იქნება, გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ამიტომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში გარკვეულ მატებას ველოდოთ. წესების დაცვის პირობებში დაცული ვიქნებით იმისგან, რომ ეს მატება არ მოხდეს, მაგრამ მზაობა მაინც გვაქვს.” – ასეთ პროგნოზს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრის მადგილე და ამბობს, რომ მობილობა პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიურ რისკებს.
თამარ გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ შენარჩუნებულია სტაბილური ტენდენცია და შესაძლებელია მომდევნო დღეების განმავლობაში შემთხვევების კლების ტენდენციაც ვიხილოთ:
“ტესტირების მაჩვენებელი ნარჩუნდება საკმაოდ მაღალ დონეზე, დადებითობის მაჩვენებელი კი იკლებს. ანუ, რეალურად, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირდება. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ის ეპიდემიის განვითარების ტენდენციებს უფრო მოგვიანებით მიჰყვება. დაახლოებით, ორი-სამი კვირა დასჭირდება იმას, რომ შემცირდეს მძიმე შემთხვევებიც და შემდეგ ლეტალური გამოსავლებიც. ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა კარგია ის, რომ სიკვდილიანობის მატების ტენდენცია არ აღინიშნება. აქაც გვაქვს გარკვეული სტაბილიზაციის მაჩვენებელი.” – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული საწოლების 35% თავისუფალია:
“აქედან უფრო მეტი თავისუფლება არის აჭარის რეგიონში, სადაც რეალურად უკვე გვაქვს ეპიდემიის მაჩვენებლების ჭეშმარიტი კლება. აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა გადასცდა უკვე 50%-ს და უკვე ვფიქრობთ, რომ კოვიდის პროგრამაში ჩართული საწოლები დაუბრუნდეს ჩვეულებრივ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას. ამ ტიპის ოპტიმიზაცია მოხდება იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება ტენდენციები, როდესაც გავივლით იანვრის პირველ-ორ კვირას.” – აღნიშნა გაბუნიამ.
კორონავირუსით 1 738 ადამიანი დაინფიცირდა
კოვიდ-19 კიდევ 1 494-მა ადამიანმა დაამარცხა
ჩატარებულია 14 ათასზე მეტი ტესტი: თბილისი-743, აჭარა-115, იმერეთი-301