თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათების მონტაჟის დაიწყო. შესაბამისად მონტაჟის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
როგორც მერიიდან აცხადებენ, განათებების დამონტაჟების გამო, დღეს 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ ,,სმარტის” მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე გზა გადაიკეტება.
საახალწლო ილუმინაციებს “სინათლის ქალაქი” ამონტაჟებს. მერიის განცხადებით, ადგილზე 9 ერთეული ტექნიკა და 59-მდე მუშახელი იმუშავებს.