ახალი წელი გვიახლოვდება და ქალაქიც დღესასწაულისთვის ემზადება. საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.
დღეს, ღამის 12 საათიდან დილის 07:00 საათამდე, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა აიკრძალება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან, მეტრო რუსთაველამდე. სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.