LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილთან მიმართებით არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს, ამ საქმეში ბრალდებული დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში: ბარამიძე

189
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ “მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს. გირგვლიანის საქმეში ვინც იყვნენ ბრალდებული, ისინი დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში”.

ამის შესახებ ბარამიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, გირგვლიანის საქმეში მყოფი ადამიანები, სხვა, 400 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად რატომ შეიწყალეო. ა

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, თუ რატომ შეიწყალა გირგვლიანის საქმეში მყოფი ადამიანები, სხვა, 400 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად:

“მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, გირგვლიანის საქმეში მყოფი ადამიანები, სხვა, 400 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად რატომ შეიწყალეო. ანუ საქართველოს პრეზიდენტს ედავებიან, რატომ გაბედე და ვინმე რატო შეიწყალეო. “ქოცებს” მივმართავ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი რომ ორ დღეში შეიწყალა და ბავშვის გამაუპატიურებელი, ნარკოტიკების გამავრცელებლები, იმაზე რატო არ იღებთ ხმას.

იმას შეუძლია გაათავისუფლოს პოლიციელის მკვლელი, შეიწყალოს და მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო 400 სამხედრო მოსამსახურე შეეწყალებინა, გაენახევრებინა სასჯელი და მათ შორის მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მისმა ხელისუფლებამ დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა. აბსოლუტურად ამორალური, ორმაგი სტანდარტის ლოგიკით ხელმძღვანელობს.

ამისთვის აქვს მისჯილი მიხეილ სააკაშვილს, როგორ გაბედე და ვინმე შეიწყალეო. ამნისტიაში სახელი და გვარები არ იწერება, ამნისტია იწერება ზოგადად და უმეტესობა, ვისი შეწყალებაც საჭირო იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და მათ შორის რამდენიმე მოხვდა, ვინც პოლიტიკურად მომგებიანი შეიძლება არც ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილისთვის, ამის გამო პრეზიდენტის გასამართლება არის ველურობა.” – თქვა ბარამიძემ.