LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს საზღვარგარეთ ყოფნა რომ სდომებოდა, საქართველოში არ დაბრუნდებოდა: ადვოკატი

47
დიმიტრი საძაგლიშვილი

„მას რომ საზღვარგარეთ ყოფნა სდომებოდა ბუნებრივია არ დაბრუნდებოდა საქართველოში. ამ რისკების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლე გასწირა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში“,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – რას ფიქრობს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობაზე.

„მიხეილ სააკაშვილი იყო ჯანმრთელი და იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა კომფორტული ცხოვრებით და მიუხედავად ამისა, მან დაბრუნება გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ქართველი ხალხის გვერდზე ისტორიულ მომენტში. იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიისა და პროდასავლური ორიენტაციის შენარჩუნებაში დახმარებოდა.

შესაბამისად, ეს არის მისი არჩევანი და არა საზღვარგარეთ ყოფნა. მას რომ საზღვარგარეთ ყოფნა სდომებოდა ბუნებრივია არ დაბრუნდებოდა საქართველოში. ამ რისკების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლე გასწირა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები