LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს კერძო კლინიკაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ ისეთი სამედიცინო მანიპულაციები იქნება საჭირო, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს: სარჯველაძე

33
მიხეილ სარჯველაძე

„მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ ისეთი სამედიცინო მანიპულაციების განხორციელება იქნება საჭირო, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს, სხვა შემთხვევაში ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივით და მხოლოდ ამ პრიზმაში ვერ განიხილება,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დღეს, სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არაგონივრულია.

„შიმშილობა და სააკაშვილის საპატიმრო უფლებები – ოპოზიციას მივმართავ, უმჯობესია, გადავიდეთ რეალურ, საკითხების საგნობრივ განხილვაზე, ნაცვლად იმისა, რომ დაუკონკრეტებლად და დაუსაბუთებლად ხდებოდეს არაგონივრული გადაწყვეტის „პრომოუტირება.“

არაგონივრულია ამ ვითარებაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა გამოცხადდეს თვითმიზნად, როდესაც ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას,“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ ასეთი აუცილებლობა გაჩნდება, „დიახ, პენიტენციური სამსახური ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.“ მისი თქმით, არავინაა განწყობილი საიმისოდ, რომ ჯანმრთელობის დაცვის რისკები პრიორიტეტული არ იყოს.

„ოპოზიციამ უცნაური პარადიგმა შექმნა, როდესაც სამედიცინო საკითხებზე პოლიტიკოსები მსჯელობენ, ხოლო პოლიტიკურ საკითხებზე – ექიმები. აჯობებს, პროცესი თავის კალაპოტში იდგეს. ეს იქნება ერთადერთი გზა ნებისმიერი დაძაბულობის განმუხტვისთვის“,– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გადაყვანის საკითხს, სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება სხვა პატიმრების მსგავსად, დისტანციურად აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა

„თუ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, ამის გამო მოთხოვნა რომ დგება, განსაკუთრებული პრივილეგიებით იყოს აღჭურვილი, არასწორია. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება სამართალზე ქვემოთ იდგეს და ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უზრუნველყოფს,“ – აღნიშნა სარჯველაძემ.

ბექა ბასილაია: ნებისმიერი განცხადება თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ არის ფარისევლობა

მისი შეფასებით, პროცესზე უშუალოდ დასწრებასთან დაკავშირებით, ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არავის აქვს უფლება თქვას, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა.

„ეს შესაძლებლობა მას აქვს მსგავსად ათი ათასობით პატიმრისა, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით მიიღო პროცესში მონაწილეობა და სწორედ ამ გზით ჩატარდა 40 ათასზე მეტი სასამართლო სხდომა დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მინდა დავარწმუნო ყველა, რომ რამდენადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოების ფაქტორების მხედველობაში მიღებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი სურვილებიც საპროცესო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ამის შესაძლებლობას შეიძლება იძლეოდეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები და რეალური სიტუაცია.

მაგრამ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, ეს საკითხი აქციოს საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად და საშუალებად“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე: სასამართლო პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები