“მიხეილ სააკაშვილს მე ვარ ერთხელ შეხვედრილი, სადღაც 2007 წელს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ეკონომისტები მცხეთაში, სალობიეში იყვნენ.
“მაშინ იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების კომისიასავით შეიქმნა და ამის ფარგლებში ვიყავი ჩამოსული. რაღაც კრიზისი იყო. მერე მახსოვს მცხეთაში წავედით სალობიეში და კარგად დამამახსოვრდა, რა კარგი იყო, რა წაგვიყვანეს და კარგი ლობიო იყო მართლა რა,” – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.