Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სააკაშვილმა მატარებელი დატოვა – ის საზღვრამდე ავტობუსით მივა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა მატარებელი დატოვა – ის საზღვრამდე ავტობუსით მივა

82

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ავტობუსით გაემგზავრება „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ, როგორც ამას თავიდანვე გეგმავდა.

„ჩვენ ახლა ყველანი ერთად ავტობუსით გავემგზავრებით „კრაკოვეცისკენ“, – აღნიშნა მან.

ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ის ვერ ჩააღწევს უკრაინის საზღვრამდე.

„ასეთ საჩუქარს პოროშენკოს არ გავუკეთებ. წავალ საზღვარზე, გავესაუბრები მესაზღვრეებს და დავიცავ ჩემს უფლებას, დავბრუნდე უკრაინაში,“ –  აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ თუ „ტიტუშკები“ რამეს გააკეთებენ“, ამაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრება.

მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებას მატარებლით ცდილობდა, თუმცა “ინტერსითის” მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მასში იმყოფება პირი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.