LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილმა დღეს უკვე მიიღო შედეგი რეზოლუციის სახით“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაზე

254
3e47d475a9a5251014dfbbd01ca145c4

რატომ შეცვალა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ? როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, სააკაშვილმა დღეს ფაქტობრივად უკვე მიიღო შედეგი რეზოლუციის სახით.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

„ამ მდგომარეობაზე შიმშილობის დაწყება სუიციდის ტოლფასი იქნებოდა, მისასალმებელია რომ გადაწყვეტილება შეცვალა.

შიმშილობის შეწყვეტის ლოგიკა არის ის მარტივი მიზეზი, რომ მან დღეს ფაქტობრივად უკვე მიიღო შედეგი რეზოლუციის სახით. მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების ცენტრში იყოს, ეს პოლიტიკური ეგოცენტრიზმი მისთვის დამახასიათებელია ზოგადად. ის აღმოჩნდა ეპიცენტრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მისთვის დღევანდელი ბალანსი პოზიტიურია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

მანამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები.

ამავე თემაზე:

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები