მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა, – ამის შესახებ ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„არ მიყვარს ჩემი საყვარელი საქართველოს შესახებ შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. იქამდე, სანამ ის დაკავებულია, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა.
ის იმსახურებს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა ლუკ კოფიმ.
I hate to comment on domestic affairs of my beloved Georgia. Saakashvili’s treatment is disgraceful. As long as he remains detained, the authorities have an obligation to ensure his welfare. He deserves a right to defend himself against any charges in a fair & transparent trial.
— Luke Coffey (@LukeDCoffey) November 8, 2021
ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.
ოპოზიცია დღეს, დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე პროტესტს აანონსებს, მათ შორის აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.