LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილისა და წიკლაურის მიერ ნახსენები “კობა” ხაბაზია

101

კობა ხაბაზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის სატელეფონო საუბრებში ნახსენები „კობა“ თავად არის.

“საქართველოს სახელოვანმა სუს-მა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება. ნამდვილად, ალბათ ჩემზეა საუბარი. ნამდვილად გვყავდა მობილიზებული თავისუფალი ხალხი, ნამდვილად ვიყავით ტელეკომპანიასთან, ნამდვილად ვიქნებით ტელეკომპანიასთან და ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება. ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლება. ისინი არიან პუტინის და კრემლის მონები, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას და რომლებმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე მიიყვანონ. მსურს, რომ აქვე ვარ, ნუღარ მაწვალებენ და ბარემ შემიყვანონ”, – განუცხადა ე.წ. მოდულის შენობასთან კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს.

დღეს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერები  სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გივი თარგამაძეს შორის. აქციებზე ხალხის მობილიზების კონტექსტში ისინი კობას ახსენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები