LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის უკრაინულმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა

156
67340065-2606930239337341-8170801446686556160-n

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინულმა პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობა“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა. 

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს

უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. პირველი ეგზიტპოლის შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა – 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ “ხალხის სამსახურში” მოიპოვა. ვიქტორ მედვედჩუკის “ოპოზიციური პლატფორმა  – ცხოვრებისთვის” ხმების 11-12% მიიღო, პეტრო პოროშენკოს “ევროპულმა სოლიდარობამ” 8%-ზე მეტი, იულია ტიმოშენკოს პარტიამ 7-8%-ის ფარგლებში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პარტიას, ეგზიტპოლის შედეგებით, მისმა პარტიამ არჩევნებში ბარიერი ვერ […]

ეგზიტპოლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ 0,4 პროცენტი მიიღო, ეს კი საკმარისი არ არის რადაში მოსახვედრად ბარიერი უკრაინის კანონმდებლობით ხუთი  პროცენტია.

19 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და მომხრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ზელენსკის პარტიას, რადგან „ახალ ძალთა მოძრაობა“ ბარიერს ვერ გადალახავს.

ეროვნული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის პარტია ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები