საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.
როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სრულად დაიცვას სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოსა და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება:
“რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადგილობრივ სანდო პარტნიორებთან ერთად, ისეთი, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა გარკვევით განაცხადა, რომ მისი უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების წარმართვა საკვანძოა და საქართველოს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა.
ეს უფლებები მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცედურებით, შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც მისი პირადი სივრცისა და ღირსების დაცვას ციხეში მისი ყოფნის დროს. საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად დაიცვას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, სააკაშვილის პროცესი სასამართლოშივე შედგეს და მას დაესწროს თავად ექსპრეზიდენტიც.
ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხმიანებიან: