LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის ტრანსპორტირება სარისკო იქნება“ – ჯიშკარიანის თქმით, „ემპათიას“ შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს

7046
Untitled design

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარინა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ცენტრს შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოჰყავს.

ამის შესახებ ჯიშკარიანმა სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში”, სააკაშვილთან მისვლის შემდეგ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის სისტემაში სააკაშვილის დაყოვნებაც კი შეუძლებელია, რადგან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს:

“ეს გახლავთ ექსპერტიზის ფარგლებში მორიგი ვიზიტი. იცით , რომ ექსპერტიზა გრძელდება და შესაძლებელია კიდევ განხორციელდეს სხვა ვიზიტებიც. ჩვენ ვითხოვდით სხვა აპარატურის გამოყენებით გარკვეულ კვლევებს, მაგრამ გუშინ საგამოძიებო უწყებაში, რა ვიდეო მასალებიც ვიხილეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევები გარეთ გაყვანით არ იქნეს მოთხოვნილი. ბევრ დასკვნაში გვიწერია, რომ საქართველოში, პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებაც კი, ვინაიდან არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ეს ფაქტები გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეუთავსებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მით უფრო რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტურად.

შესაბამისად, შეუძლებლად გვესახება აქ მოხდეს მისი ადეკვატური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კადრები ნათლად ადასტურებს იმ დებულებებს, რაც ჩვენს დასკვნაშია ასახული. ეს არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის და საქართველო კანონმდებლობის ჯანდაცვის მიმართულებით უხეში დარღვევა. გარდა ამისა ვიხილეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია მე-12 დაწესებულებიდან მე-18-ში გადაყვანისას.

ეს არის არასრულყოფილი, ეს არის საბჭოთა კავშირის სტანდარტი,შესაბამისად, ეს გამოძიება ეფექტურად ვერ ჩაითვლება, ასეთ შემთხვევაში შეუთავსებელია მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან არაადეკვატურია ქმედებები და ქცევები, როგორც იქცევა პენიტენციური სამსახური…

ძალიან ცნობილი ექსპერტები არიან, მათ შორის ცენტრ „ემპათიას“ ჩამოჰყავს შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის პირადი მრჩეველი. შესაბამისად, ეს იქნება ერთობლივი და მნიშვნელოვანი ექსპერტიზა”, – თქვა ჯიშკარიანმა.

სააკაშვილის საქმეში ჩართული კიდევ ერთი ექიმი, ნევროლოგ ოთარ თოიძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის მისი ტრანსპორტირება სარისკო იქნება:

“გრძელდება კომისიის შეხვედრები პაციენტთან. უკანასკნელად ეს მოხდა ერთი თვის წინ. ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესებულია, გარდა ამისა არის ახალი ანალიზები და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებსაც გავეცნობით და მოვემზადებით უცხოელი ექსპერტების დასახვედრად. ექსპერტები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიჩქარით მოახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას.

ყველამ ნახა მიხეილ სააკაშვილის რეაქცია გადაყვანის დროს. ამიტომ ამის განმეორება ავადმყოფობის მე-9 თვეზე საკმაოდ სახიფათო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, ვიცით, რომ უკანასკნელი დღეებია თავს სუსტად გრძნობს. სარისკო იქნება მისი ტრანსპორტირება”, – აცხადებს ნევროლოგი.

მინისტრი სააკაშვილზე: თუ სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების ექიმი, საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში დამატებითი რეაბილიტაცია, თუ მოგვმართავენ – დავეხმარებით

ადვოკატი: სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ჩამოვლენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები