LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულები ბრალს აღიარებენ

146
Untitled design - 2021-12-28T161624.828

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების – გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიების წინასასამართლო სხდომა იმართება.

პირველი არხის ჟურნალისტი, რომელიც სასამართლო დარბაზში იმყოფება, იუწყება, რომ მოსამართლემ განსასჯელებს შეკითხვა დაუსვა, აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს.

თითოეულმა მათგანმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალს აღიარებს.

სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

ასევე, დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაისინჯა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ოთხივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების თაობაზე იშუამდგომლა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

“სააკაშვილს ფოთში არავინ მოაკითხა” – როგორ გამოაიარა ნავსადგური ექსპრეზიდენტმა, ელგუჯა ცომაიას ჩვენება

მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.