სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის, რომ ალტერნატივა ან ის ან ბიძინა, ეს აღარ არის რელევანტური, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შეცვლას მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი სჭირდება.
სალომე სამადაშვილი ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა მათი რიცხვი არ იზრდება.
სამადაშვილის შეფასებით, სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ სააკაშვილს მოეძებნა საკუთარი პოლიტიკური ჩართულობის ისეთი გზა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციური ძალის გაძლიერებას.
დანიელსონმა ცალკე შეხვედრაზე მითხრა, იცოდე, ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხრიდანო - სამადაშვილი
„ვფიქრობ, ნიკასთან მივიდე საპატიმროში და ვესაუბრო“
„სააკაშვილის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ადამიანი ამდენი წელიწადი არ არის საქართველოში, მაგრამ ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ამომრჩეველი, თუმცა, ამავე დროს, ეს ამომრჩეველი არ იზრდება. ანუ, სააკაშვილს ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, მაგრამ მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება ქვეყანაში.
ამიტომ სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას მოეძებნა საკუთარი პოლიტიკური ჩართულობის ისეთი გზა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციური ძალის გაძლიერებას. ალბათ, პირველ რიგში, კარგი იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული აზრის ყველა ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული ხელისუფლებასთან გარიგებულად, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა.
განსაკუთრებით, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და შემდეგ გიწევს იმ ხალხთან თანამშრომლობა, რომელსაც გარიგებულებს ეძახდი რამდენიმე კვირის, თუ დღის წინ. ალბათ, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა.
სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის ის, რომ ალტერნატივა, ან ის ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ანუ, ორპულისიანობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის არც რელევენატური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით, მათ შორის, რაც, ჩემი აზრით, არის აუცილებელი. ობიექტურად, რა რეალობასაც ვუყურებთ ჩვენ უკვე 9 წელია არის მარტივი – ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და არა ორი სიმძიმის ცენტრი. ეს ნამდვილად ასეა და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები“, – განაცხადა სამადაშვილმა.