LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, გადაადგილებაც უჭირს: ანა წითლიძე

327
ანა წითლიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მას უკვე გადაადგილებაც უჭირს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

ანა წითლიძე დღეს, რუსტავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც წითლიძე აცხადებს, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ექსპრეზიდენტმა მის თანაგუნდელთან შეხვედრისას, გუშინდელი აქციაც შეაფასა და თქვა, რომ “ვარდების რევოლუციაზეც” არ ყოფილა ამდენი ხალხი, რამდენიც გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იყო.