LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი: სახალხო დამცველის განცხადება

67
ნინო ლომჯარია2

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას სახალხო დამცველი ეხმიანება.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

როგორც ლომჯარია აცხადებს, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს გააგრძელებს:

“სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება არ მიეცათ სახალხო დამცველის რწმუნებულს და ექსპერტთა ჯგუფის წევრს.

ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გასცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა. პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ. სამწუხაროდ, ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს.

2021 წლის 30 დეკემბერს, პატიმრის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა.” – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიმართვაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადება: სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი

სააკაშვილის გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში – მელია

შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა – უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის გადაყვანაზე

ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, გაბრუებული იყო, ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური სისტემიდან – გვარამია

კომუნიკაბელური არ არის, გაბრუებულია, „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“ – გვარამია სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

9 მილიონი იქურდა, ხალხს აწამებდა, მერე ამბობს, რომ თურმე მთელი ცხოვრება ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ – კობახიძე სააკაშვილზე

თითოეულ მოქალაქეს უნდა რცხვენოდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა: საძაგლიშვილი