კიევის მერის განცხადებით თუ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს.
“მე ამას ვამბობ, როგორც ადამიანი ვისაც უყვარს საქართველო და მხარს უჭერს მას” – აცხადებს ვიტალი კლიჩკო.
მისი თქმით, საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
როგორც კლიჩკო “ფეისბუქზე” წერს, სააკაშვილს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ უშეცდომო ისაა, ვინც არაფერს აკეთებს.
“მგონია, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და არასამართლიანია და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს.” – აცხადებს კიევის მერი
თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას”, – წერს კლიჩკო.