LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის“ – გუბაზ სანიკიძე

309
ფორტუნა - 2023-03-24T152431.892

„საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით?“, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ახსოვს იმ დროიდან, როდესაც თავად მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იყო.

„არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული, როგორც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ექცევით. აქ რომ ხართ ჩამწკრივებულები, არცერთი თქვენგანი არ მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მე მიშას ოპოზიციაში ვიყავი და მოსაკითხია, ვინ სად მუშაობდით.

თქვენ მაშინაც გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ. სააკაშვილის გეშინიათ კიევში, თბილისში, გეშინიათ მაშინ, როცა ჯანმრთელია, გეშინიათ ციხეში. სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის. ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის“. – მიმართა სანიკიძემ „ქართულ ოცნებას“.

ამავე თემაზე:

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

სამადაშვილი პრემიერს: სამარცხვინო ადამიანი ხარ – სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“ 

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები