LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა 20-ზე მეტმა ადამიანმა შეწყვიტა, 7 მოშიმშილე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს

589
შიმშ
უკვე ერთ კვირაზე მეტია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში შიმშილობა გრძელდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზოგიერთ მოშიმშილეს შიმშილობის შეწყვეტა მოუწია.

ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რომ რეკომენდაციის მიხედვით 20-ზე მეტ ადამიანს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ჩვენს თანამებრძოლებს მოუწიათ პროტესტის შეწყვეტა. 20-ზე მეტმა ადამიანმა რეკომენდაციით შეწყვიტა პროტესტი სხვადასხვა თანმდევი დაავადების გამო. 7 ადამიანი დამატებით გადაყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ და რა თქმა უნდა, მათაც მოუწიათ შეწყვეტა, თუმცა დღეის მდგომარეობით, 150-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს კვლავ პროტესტს,”- განმარტავს გიორგი ბოტკოველი.