LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი: შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს ნახევრად შიმშილობს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჰოსპიტალიზაცია განხორციელდეს სამოქალაქო კლინიკაში

110
Untitled design

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ ხელისუფლებას მოუწოდა, საააკშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში.

მისივე განცხადებით, მრავალფუნქციური კლინიკა ისეთ სამედიცინო დახმარებას და აპარატურას მოიცავს, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ აქვთ, შესაბამისად ხელისუფლებამ კონსილიუმის დასკვნა უნდა გაიზიაროს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ შექმნა კონსილიუმი, რომლის რეკომენდაციაც უნდა გაიზიარონ. კონსილიუმმა იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. ეს მოიცავს ისეთ სამედიცინო დახმარებას და ისეთ აპარატურას, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ აქვთ. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, შეეშვან სპეკულაციებს და დაუყონებლივ მოახდინონ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ და მისი ჯანმრთელობა არ დადგება საფრთხის ქვეშ”, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილს გუშინ გადასხმა გაუკეთდა და არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები. გიორგი გელხაურის შეფასებით, მმართველი გუნდი “ბნელ ოთახში კატის ძებნას უნდა შეეშვას”, რადგან სააკაშვილი საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე გაუკეთდა გადასხმები.

„მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, იზრუნონ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მოახდინონ მისი ჰოსპიტალიზაცია. სააკაშვილი არ ითხოვს განსაკუთრებულ პრივილეგიებს, როგორც სტანდარტულად ხდება იმ კლინიკებში გადაყვანა, სადაც შეიძლება შესაბამისი დახმარების მიღება, ამას ითხოვს სააკაშვილიც. შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს, ის საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე მოხდა გადასხმების გაკეთება.

ჩვენ ყველა სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ სააკაშვილს, რომ ჰოსპიტალიზაცია განხორციელდეს სამოქალაქო კლინიკაში. დღევანდელი ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოახდინონ ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში”, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები