LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს

109
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი აზრით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ეს უკრაინის დამსახურებით და გეოპოლიტიკური გარემოების გამო მოხდება:

“არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.

დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.