„სააკაშვილი როგორც კი შემოყოფს ცხვირს საზღვარზე, პირველი მივალ და მაგ ცხვირს წავაჭრი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი შენგელაიამ განაცხადა.
შენგელაია სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერთა აქციას შეუერთდა. აქციაზე პანკისიდან ჩამოსული მოსახლეობაც იმყოფება.
„გულით და სულით ვუსამძივრებ, მხარს ვუჭერ აქციის მონაწილეებს, აღშფოთებული ვარ, რაც ვნახეთ შაბათს. ეს იყო ამათი დასასრული. ტალახში არიან ამოსვრილები და არიან დამარცხებულები. იგავს გაგახსენებთ: მეცხვარეს ჰყავდა ასი ცხვარი და ერთი დაეკარგა. დაანება დანარჩენებს თავი, ღამე ეძება და იპოვა. ამათ ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. ეს როგორც ჩემი შვილის მკვლელობა, ისე მივიღე. ვინ არის სუბელიანი, რა გაგვიხდა. ეს არის ჩამოსაკიდი ხეზე თავის შვილთან ერთად, ვინც ხელი აიღო დათოზე,“ – განაცხადა შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ.