მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პოლონეთში იმყოფება და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, ტელეკომპანია “იმედისა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მთელი დღის განმავლობაში სააკაშვილი ქართულენოვანი მედიებიდან მხოლოდ “რუსთავი2”-თან აკეთებს კომენტარებს.
მან “იმედს” “ბიძინა ივანიშვილის კარის ტელევიზია” უწოდა, “იმედისა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებს კი – “ივანიშვილის აგენტები”.