სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია და, მგონი, უმალავენ, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მის კონტაქტებს პარტიის წევრებთან და არა პარტიის წევრებთან ფასი არ აქვს, პარტიაც აღარაა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა და ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს.