LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ოპოზიციას: გვეყო პარლამენტარობის თამაში

113
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანას ისეთი შანსი აქვს, როგორც არასდროს. მისივე სიტყვებით, 100 წელი აღარ გაიხსნება ისეთი შესაძლებლობების ფანჯარა, როგორც ახლა გაიხსნა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიციამ პარლამენტარობის თამაში უნდა დაასრულოს:

“ჩვენ გვაქვს ისეთი შანსი უახლოეს თვეებში, როგორც არასდროს. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და 100 წელი აღარ გაიხსნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა, როგორც ახლა გაიხსნა.

ამიტომ, შემდეგი კვირები და თვეები არის მოქმედების კვირები.

მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას – გვეყო პარლამენტარობის თამაში, მე არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული კითხვა პასუხი, “აბა ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ” – ერთ საკითხზე არის სალაპარაკო – როდის წახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას.

სხვა კითხვა-პასუხი დღესდღეობით არ შეიძლება იყოს. საუბარია საქართველოს გადარჩენაზე, ამავე დროს, მინდა ვუთხრა ყველას, იმ პერიოდში, როდესაც უკრაინა, მათ შორის, საქართველოსთვის იბრძვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, ესენი, სხვათა შორის, ამზადებენ ჩემს გადაცემასაც რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას და სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ, ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ვრცლად:

სააკაშვილი: “ფუ, იმ ქვეყანას, სადაც ბახვა ჩიქობავას აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ..”

სააკაშვილი მოსამართლეს: დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“, გუშინდელ სერიაში ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადი, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი

სააკაშვილი: ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ გამიგრძელონ ვადა